"პრინცი" 2 800 დოლარად - კვირის პალიტრა

"პრინცი" 2 800 დოლარად

კეიტ მიდლტონისა და პრინც უილიამის შვილის, პრინც ჯორჯის თოჯინა, ე.წ. რებორნი - ანუ რბილი სილიკონით დამზადებული ახალშობილის ასლი, 2 800 დოლარად გაიყიდა "ებეის" აუქციონზე. თოჯინას მოდელირება მოხდა პაპარაცების მიერ გადაღებულ ფოტოებზე დაყრდნობით კეიტ მიდლტონის სამშობიაროდან გამოწერის დროს. პრინც ჯორჯის რებორნი უცნობმა პიროვნებამ შეიძინა.