"არქიფო წარბა" - კვირის პალიტრა

"არქიფო წარბა"

"ფეისბუკში" ახალი მოდა გავრცელდა - მშობლები საკუთარ ჩვილებს წარბებს ახატავენ. რატომღაც ამას უკვე ათასობით მშობელი აკეთებს! სპეციალისტების თქმით, ეს უაზრო წამხედურობით ხდება. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ დაიდო ვიდეო, სადაც ჩვილი პირველად სინჯავდა ლიმონს, რასაც მოჰყვა უამრავი მშობლის ანალოგიური "ექსპერიმენტი" საკუთარ შვილებზე. ახლა კი "ფეისბუკში" მთელი მსოფლიოს მშობლებმა თავიანთი პატარების წარბების ხატვას მიჰყვეს ხელი. ხანდახან ეს მართლაც სასეიროდ გამოიყურება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ნამდვილი საშინელებაა", - ამბობენ ექსპერტები.