ბებრუხანათა "ბოევიკი" - კვირის პალიტრა

ბებრუხანათა "ბოევიკი"

66 წლის არნოლდ შვარცენეგერი ამჟამად კანშია და, ასაკის მიუხედავად, პაპარაცებისგან უყურადღებობას არ უჩივის. მართალია, მისი სხეული ძველებურად არ ბრწყინავს, მაგრამ არნი მაინც კმაყოფილია, რასაც მოწმობს მის მიერ გაკეთებული მოდად ქცეული ე.წ. სელფი - პაპარაცებმა სუპერვარსკვლავი სწორედ ამ მომენტში დააფიქსირეს. შედეგად, ყვითელი პრესის ირონიული მტკიცებით, შიშველი არნის ფოტო შესანიშნავი რეკლამაა ბებრუხანათა "ბოევიკის" - "შეუჩერებელნი-3"-ისა.” შვარცენეგერი კანის კინოფესტივალზე სწორედ ამ ფილმით ჩავიდა...