როგორ იქცა კაცი თოჯინად - კვირის პალიტრა

როგორ იქცა კაცი თოჯინად

ბრაზილიელ როდრიგო ალვესს, რომელიც ბრიტანეთში ცხოვრობს, თავდაპირველად მხოლოდ თავისი ცხვირის ფორმის შეცვლა სურდა... დღეისთვის კი 30 წლის ალვესს 12 პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, რაც 150 000 დოლარი დაუჯდა. ამას გარდა, ჩატარებული აქვს უამრავი კოსმეტიკური პროცედურა. ის ამტკიცებს, რომ თავისი იდეალური სახის პოვნა ჯერ არ დაუსრულებია. საქმე ის არის, რომ როდრიგო აღტაცებულია თოჯინა ბარბის "ბოიფრენდ"  კენით - "კენის სახეც და ფიგურაც უზადოა. ვცადე, ფიგურითაც დავმსგავსებოდი, საუკეთესო ტრენაჟორებზე ვვარჯიშობდი საუკეთესო მწვრთნელებთან, მაგრამ ბევრი არაფერი გამომივიდა", - დასძენს "კენ-როდრიგო"