რა საერთო აქვს ჩიბუხას სნაიპერთან - კვირის პალიტრა

რა საერთო აქვს ჩიბუხას სნაიპერთან

შვედმა ორნითოლოგებმა აღმოაჩინეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი გადამფრენი ფრინველი, რომელიც დიდი მანძილის დაფარვას წარმოუდგენლად სწრაფად ახერხებს. არაფრით გამორჩეული ეს საშუალო ზომის ფრინველი ნამდვილი რეკორდსმენია - ზოგი ფრინველი უფრო სწრაფადაც დაფრინავს, ზოგი - უფრო შორსაც, მაგრამ 6500 კმ მანძილზე მუდმივად 100 კმ/სთ საშუალო სისწრაფის შენარჩუნება აბსოლუტური რეკორდია.

ჩიბუხას ინგლისურად  "დიდი სნაიპი" (Great Snipe) ჰქვია.1770-იან წლებში ერთმა ჩუბინმა მსროლელმა ჩიბუხა ჰაერში მოკლა, ჯარისკაცებმა მას "სნაიპერი" უწოდეს და სწორედ მას შემდეგ დაერქვა მსოფლიოში ყველა გამორჩეულ ტყვიის მსროლელს სნაიპერი!