სპილოს პირველი "სელფი"
09-06-2014
სპილოს პირველი "სელფი"
ინგლისში, ვუსტერშირის საგრაფოს საფარი-პარკში, დამთვალიერებელს სპილოების ფოტოგრაფირებისას აიფონი მანქანის ფანჯრიდან გადაუვარდა. ზედამხედველებმა დამთვალიერებელს სთხოვეს, უსაფრთხოების მიზნით მანქანიდან არ გადმოსულიყო და ტელეფონი თავად მიაწოდეს. როცა ფოტოგრაფმა ტელეფონს დახედა, სიცილით ჩაბჟირდა, რადგან ეკრანზე 22 წლის დედალი სპილოს ავტოპორტრეტი დახვდა. ჩანს, სპილო ეკრანს შემთხვევით შეეხო... ასეა თუ ისე, ეს სპილოს პირველი "სელფია" ისტორიაში.   
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით