სულო - ფინელი დათვკაცი - კვირის პალიტრა

სულო - ფინელი დათვკაცი

ფინეთის ჩრდილოეთში, კუუსამოში 73 წლის სულოს თავის ძმასთან ერთად მტაცებელი ცხოველების თავშესაფარი აქვს, სადაც 20-მდე დაობლებული დათვის ბელი ცხოვრობს. სულო წლების განმავლობაში იკვლევდა ფინეთის მტაცებელ ცხოველებს. დათვებთან მისი მეგობრობა კი მაშინ დაიწყო, როცა სთხოვეს, რამდენიმე დაობლებული ბელი შეეფარებინა. აქედან გაიბა სულოსა და მის "გიგანტ კომპანიონებს" შორის კავშირი. დათვკაცი თავის დათვებთან ერთად ჭამს, სვამს და მთელ დღეებს მათთან ატარებს. სულომ და მისმა მურა დათვებმა მთელ ფინეთში გაითქვეს სახელი, მათზე დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღეს.