ცნობილი სახლი... სამისთვის - კვირის პალიტრა

ცნობილი სახლი... სამისთვის

36 წლის ეშტონ კატჩერსა და 30 წლის მილა კუნისს ჯერ ქორწილი არ ჰქონიათ, თუმცა, განგებამ უკვე განსაკუთრებით დააჯილდოვა - ვარსკვლავური წყვილი პირველ შვილს ელოდება და ამიტომ სახლიც შეიძინეს. 10,2 მლნ-ად ღირებული 683 კვმ ფართობის ვილა ბევერლი ჰილზში ბევრს მოსწონს.  5 საძინებელი და 8 აბაზანა, სავარჯიშო დარბაზი და მარანი - ვილაში სრულ კომფორტს ქმნის, თუმცა მთავარი სხვა რამ გახლავთ: სწორედ აქ არის  გადაღებული ალ პაჩინოს "ოსკაროსანი" ფილმის - "ნაიარევი სახე" - კადრები.