ცნობილი სახლი... სამისთვის
09-06-2014
ცნობილი სახლი... სამისთვის
36 წლის ეშტონ კატჩერსა და 30 წლის მილა კუნისს ჯერ ქორწილი არ ჰქონიათ, თუმცა, განგებამ უკვე განსაკუთრებით დააჯილდოვა - ვარსკვლავური წყვილი პირველ შვილს ელოდება და ამიტომ სახლიც შეიძინეს. 10,2 მლნ-ად ღირებული 683 კვმ ფართობის ვილა ბევერლი ჰილზში ბევრს მოსწონს.  5 საძინებელი და 8 აბაზანა, სავარჯიშო დარბაზი და მარანი - ვილაში სრულ კომფორტს ქმნის, თუმცა მთავარი სხვა რამ გახლავთ: სწორედ აქ არის  გადაღებული ალ პაჩინოს "ოსკაროსანი" ფილმის - "ნაიარევი სახე" -
კადრები.  

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით