პატრიკ სუეიზის ქვრივი გათხოვდა
09-06-2014
პატრიკ სუეიზის ქვრივი გათხოვდა
2009 წელს გარდაცვლილი პატრიკ სუეიზის ქვრივი - 57 წლის მსახიობი, რეჟისორი, მწერალი და სცენარისტი ლიზა ნიემი გათხოვდა. ლიზა 15 წლის იყო, როცა მომავალი სუპერვარსკვლავი გაიცნო. 3 წელიწადში დაქორწინდნენ და 34 წელი ერთად იცხოვრეს. ხშირად  ჰქონდათ უთანხმოება, რადგან პატრიკი ლოთობდა... სასოწარკვეთილმა სუეიზიმ სპეციალისტების დახმარებით, როგორც იქნა, სმას თავი დაანება, მაგრამ მათი სიყვარული მაინც ტრაგიკულად დასრულდა - მსახიობი პანკრეასის კიბომ იმსხვერპლა.

ლიზა რამდენიმე წელი ხვდებოდა იუველირ ალბერტო დეპრისკოს, ახლახან კი ჯვარიც დაიწერეს.
პალმ-ბიჩზე გამართულ ქორწილს 50 სტუმარი ესწრებოდა. პატარძალს ოსკარ დე ლა რენტას კაბა ამშვენებდა, 58 წლის ნეფეს კი ერმენეჯილდო ზენიას პიჯაკი. ქორწილში ჰაიდნისა და მოცარტის მუსიკა ჟღერდა...

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით