პატრიკ სუეიზის ქვრივი გათხოვდა - კვირის პალიტრა

პატრიკ სუეიზის ქვრივი გათხოვდა

2009 წელს გარდაცვლილი პატრიკ სუეიზის ქვრივი - 57 წლის მსახიობი, რეჟისორი, მწერალი და სცენარისტი ლიზა ნიემი გათხოვდა. ლიზა 15 წლის იყო, როცა მომავალი სუპერვარსკვლავი გაიცნო. 3 წელიწადში დაქორწინდნენ და 34 წელი ერთად იცხოვრეს. ხშირად  ჰქონდათ უთანხმოება, რადგან პატრიკი ლოთობდა... სასოწარკვეთილმა სუეიზიმ სპეციალისტების დახმარებით, როგორც იქნა, სმას თავი დაანება, მაგრამ მათი სიყვარული მაინც ტრაგიკულად დასრულდა - მსახიობი პანკრეასის კიბომ იმსხვერპლა.

ლიზა რამდენიმე წელი ხვდებოდა იუველირ ალბერტო დეპრისკოს, ახლახან კი ჯვარიც დაიწერეს. პალმ-ბიჩზე გამართულ ქორწილს 50 სტუმარი ესწრებოდა. პატარძალს ოსკარ დე ლა რენტას კაბა ამშვენებდა, 58 წლის ნეფეს კი ერმენეჯილდო ზენიას პიჯაკი. ქორწილში ჰაიდნისა და მოცარტის მუსიკა ჟღერდა...