რატომ ოცნებობს ბიჭზე ბრუს უილისი...
09-06-2014
რატომ ოცნებობს ბიჭზე ბრუს უილისი...
ახლახან "კერკეტმა კაკალმა" ბრუს უილისმა განაცხადა, რომ ვაჟიშვილზე ოცნებობს, რაც სრულიად გასაგებია, რადგან სუპერვარსკვლავს 5 გოგონა ჰყავს!.. სულ ახლახან კი ბრუსისა და დემი მურის შუათანა ასულმა, 22 წლის სკაუტ უილისმა მკერდმოშიშვლებულმა მოიარა ნახევარი ნიუ-იორკი, ფოტოები კი სოციალურ ქსელებში თავადვე გაავრცელა.
"ამ გზით პროტესტი გამოვხატე სოციალურ ქსელ "ინსტაგრამის" მიმართ, რომელიც თამამ ფოტოებს კრძალავს. უცნაურია, რაც ნიუ-იორკში კანონიერია, "ინსტაგრამში" უკანონოა?! იქნებ მკერდმოშიშვლებული კომფორტულად ვგრძნობ თავს და არ მაინტერესებს რას "მკარნახობს" "ინსტაგრამი", -
ასეთი კომენტარი დაურთო სკაუტმა თავის ფოტოებს.
ჩანს, "ბუნებისგან დაჩაგრული" ბრუს უილისი ვაჟიშვილს ამაოდ არ ნატრობს...

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით