რატომ ოცნებობს ბიჭზე ბრუს უილისი... - კვირის პალიტრა

რატომ ოცნებობს ბიჭზე ბრუს უილისი...

ახლახან "კერკეტმა კაკალმა" ბრუს უილისმა განაცხადა, რომ ვაჟიშვილზე ოცნებობს, რაც სრულიად გასაგებია, რადგან სუპერვარსკვლავს 5 გოგონა ჰყავს!.. სულ ახლახან კი ბრუსისა და დემი მურის შუათანა ასულმა, 22 წლის სკაუტ უილისმა მკერდმოშიშვლებულმა მოიარა ნახევარი ნიუ-იორკი, ფოტოები კი სოციალურ ქსელებში თავადვე გაავრცელა.

"ამ გზით პროტესტი გამოვხატე სოციალურ ქსელ "ინსტაგრამის" მიმართ, რომელიც თამამ ფოტოებს კრძალავს. უცნაურია, რაც ნიუ-იორკში კანონიერია, "ინსტაგრამში" უკანონოა?! იქნებ მკერდმოშიშვლებული კომფორტულად ვგრძნობ თავს და არ მაინტერესებს რას "მკარნახობს" "ინსტაგრამი", - ასეთი კომენტარი დაურთო სკაუტმა თავის ფოტოებს.

ჩანს, "ბუნებისგან დაჩაგრული" ბრუს უილისი ვაჟიშვილს ამაოდ არ ნატრობს...