"კრისტალური" რიანა
09-06-2014
"კრისტალური" რიანა
"ამერიკის მოდურ დიზაინერთა საბჭო" ნიუ-იორკში ყოველწლიურად მართავს თავისი პრესტიჟული პრემიით (Fashion Awards) დაჯილდოების ცერემონიას, რომელსაც მაღალი მოდის "ოსკარს" უწოდებენ. წლევანდელ ნომინანტთა შორის იყვნენ: ჰაიდი კლუმი, ნაომი კემპბელი და ალესანდრა ამბროსიო, თუმცა საღამოს მთავარი გმირი რიანა გახდა. მან მთავარ ნომინაციაში - "სტილი-2014" გაიმარჯვა. თუმცა პოდიუმზე პრიზის გადაცემისას ამერიკული "ვოგის" მთავარი რედაქტორი ანა ვინტური მეტად უკმაყოფილოდ გამოიყურებოდა... საქმე ის არის, რომ ბარბადოსის გიჟმაჟი დედოფალი დაჯილდოებაზე პრაქტიკულად შიშველი გამოცხადდა. დიზაინერ ადამ ელმანის მიერ
დამზადებული "ბადე", რომელშიც 216 000 სვაროვსკის კრისტალი იყო ჩაკერებული, მისი სხეულის ყველა ნაკვთს ნატურალურად წარმოაჩენდა - სუპერვარსკვლავი შიშველ ადგილებს დროდადრო ბეწვით ვითომდა მორცხვად იფარავდა -  "კიდევ კარგი, ტრუსი მაინც ეცვა", - ირონიულად აღნიშნავდა ყვითელი პრესა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით