სიყვარულს რას გაუგებ... - კვირის პალიტრა

სიყვარულს რას გაუგებ...

31 წლის კაცს 91 წლის ქალი უყვარს

ამბობენ, სიყვარული ბრმაა და ასაკი არ იცისო. ამ გამოთქმას 31 წლის კაილი ჯონსის რომანი ადასტურებს - იგი 91 წლის ქალზეა შეყვარებული.

ფლორიდაში მცხოვრებმა კაცმა პარტნიორი 50 წლის დედასაც გააცნო. როგორც კაილი ამბობს, ზოგიერთს ქერა ხიბლავს, ზოგს - შავგვრემანი, მას კი მასზე უფროსი ასაკის ქალები იზიდავს. 60-წლიანი სხვაობა მათთვის არაფერია. ყველაზე უცნაური ისაა, რომ კაილი რამდენიმე პენსიონერს ერთდროულად ხვდება. ბოლო 5 წელია კი 91 წლის მარიორი მაქქულზეა შეყვარებული.

- ჩემი შეყვარებულები ყოველთვის 60-დან 80 წლამდე იყვნენ. მარიორი 6 შვილის დედაა და მეორე მეუღლესთან დაშორების შემდეგ, 37 წელი მარტო იყო", მე ის ძალიან მიყვარს და წარმოიდგინეთ, საოცრად ბედნიერი კაცი ვარ, - ამბობს კაილი.