ბოკვერ-ნიანგიანი... - კვირის პალიტრა

ბოკვერ-ნიანგიანი...

ლომის ბოკვრების ნიანგთან შეხვედრის ეს შესანიშნავი ფოტოები ველური ბუნების 56 წლის პროფესიონალმა ფოტოგრაფმა, არიზონის შტატის ქალაქ ფენიქსის მცხოვრებმა კეტლინ რიდერმა სამხრეთ აფრიკაში, ე.წ. ლომების პარკ "უკუტულაში" გადაიღო.

"დილით რამდენიმე ბოკვერი დავინახე, დედასთან ერთად წყლის დასალევად მდინარის ნაპირზე მივიდნენ. ბოკვრები წყალს სვამდნენ, როცა მათ მომცრო ნიანგი მიეპარა, წყლიდან პირდაპირ მათ ცხვირწინ ამოხტა და პატარებს შეუტია. მოულოდნელობისგან ბოკვრებს ძალიან შეეშინდათ, თუმცა, გონს დროზე მოეგნენ - უკან დაიხიეს და მომხდურს ღრენა დაუწყეს. მშიერმა ნიანგმა დედა ლომის დანახვისთანავე უცებ დაიხია უკან და წყალქვეშ მოცოცხა.