დასვენება პატრონ-ძაღლიანად - კვირის პალიტრა

დასვენება პატრონ-ძაღლიანად

ბარსელონის მახლობლად მსოფლიოში პირველი ძაღლების საწყლოსნო კურორტი გაიხსნა. ძაღლისა და პატრონისთვის სასტუმროში ღამის გათევა 15-25 ევრო ღირს, "პრეზიდენტის ნომერი" - 45, ხოლო აუზი 13 ევრო, სადაც წყალი ისე ინტენსიურად იწმინდება, რომ ოთხფეხა სტუმრებისა და ორფეხა პატრონებისთვის ინფექციის წყაროს არ წარმოადგენდეს. წყლის პროცედურები ძაღლებზე შესანიშნავად მოქმედებს, მთავარი კი ის არის, რომ  პატრონებს დასვენებისას მეგობრების მარტო დატოვება აღარ უწევთ.