კოლუმბიელი პელე
16-06-2014
კოლუმბიელი პელე
კოლუმბიის ანდებში ცხვრების "საფეხბურთო ნაკრები" ძოვს. კოლუმბიელმა ცხვრებმა ქორფა ბალახი მას შემდეგ დაიმსახურეს, რაც დაძაბულ ბრძოლაში ბრაზილიის ნაკრებს  სძლიეს და 4:3 მოუგეს.
მოგეხსენებათ, "ცხვარი - ცხვარიაო, თუ გაცხარდა - ცხარეაო", ჰოდა, აქაც ასე მოხდა. კოლუმბიისა და ბრაზილიის გუნდის წევრი ცხვრები, მართალია, მათთვის სპეციალურად მოწყობილ საფეხბურთო მოედანზე მართლაც ცხვრებივით დარბოდნენ, მაგრამ გულშემატკივართა შეძახილებმა კოლუმბიელთა გუნდს თავის მოედანზე სტიმული მისცა, რომ სპეციალურად გავლებული ხაზი, რომელიც კარის აღმნიშვნელი იყო, ბურთთან ერთად უფრო ხშირად
გადაელახათ, ვიდრე ბრაზილიელ ცხვრებს... მსოფლიო ჩემპიონატის გახსნისადმი მიძღვნილი ეს მატჩი ადგილობრივ მცხოვრებთა ინიციატივით ჩატარდა. კოლუმბიელი ფანები კი მეტად კმაყოფილი დარჩნენ. 

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით