ლოპესმა ბოიფრენდი ტრანსგენდერებთან გამოიჭირა
16-06-2014
ლოპესმა ბოიფრენდი ტრანსგენდერებთან გამოიჭირა
ჯენიფერ ლოპესს სიყვარულში არ გაუმართლა - 44 წლის მომღერალი თავის 26 წლის ბოიფრენდს, მისივე გუნდის მოცეკვავე კასპერ სმარტს 3-წლიანი ურთიერთობის შემდეგ სკანდალით დაშორდა. სუპერვარსკვლავმა სმარტს ვირტუალური ღალატი ვერ აპატია. კასპერი მან სოციალურ ქსელში ტრანსსექსუალებთან გამოიჭირა, სადაც ის ქალად ქცეულ ყოფილ მამაკაც მოდელებს უხამსი ქათინაურებით ეარშიყებოდა. შედეგად - ჯენიფერმა ის სახლიდან გააგდო და თავისი გუნდიდანაც დაითხოვა. გაცეცხლებულმა ლოპესმა ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაში დაგეგმილ მონაწილეობაზეც კი უარი განაცხადა და მშობლიურ ბრონქსში
კონცერტი გამართა, სადაც ყოველ გამოსვლაზე ერთიმეორეზე უფრო სექსუალურ კაბას იცვამდა. საქმე ის გახლავთ, რომ ეს არ იყო კასპერის პირველი "შეცოდება" - 2012 წელს სმარტი პაპარაცებმა ნიუ-იორკის სკანდალურად ცნობილი გეების სექსშოპიდან გამოსვლისას დააფიქსირეს. ლოპესმა კასპერი მაშინაც გააგდო და მხოლოდ რამდენიმეთვიანი ხვეწნა-მუდარის შემდეგ შეურიგდა. როგორც კრიტიკოსები ამბობენ,
ჯეი ლოს განაჩენი საბოლოოა და კასაციას არ ექვემდებარება, რადგან სმარტის ნაცვლად გუნდში უკვე მიიწვია "დოლჩე და გაბანას" წამყვანი მანეკენი, 34 წლის დევიდ განდი, რომელიც, სავარაუდოდ, კასპერის ადგილს მის გულშიც დაიკავებს.    

ira
17 ივნისი 2014 20:55
ეხლა ვრცლად წერა მეზარება,ესეიგი ლოპესი არ გამოსულა ბრაზილიაში ჩემპიონატის გახსნაზე არა?მაშ მტყუნის.....მაგარი ჟურნალისტი ხარ,კორექტორიც არ გყავთ რომ გადაამოწმოს რას ჯღაბნით?

რედაქტორის რჩევით