ბრედ პიტის "უკრაინული კოშმარი"
16-06-2014
ბრედ პიტის "უკრაინული კოშმარი"
არა, ბრედ პიტისთვის უკრაინელ სეპარატისტებს ტყვია არ უსვრიათ, მაგრამ ლოს-ანჯელესში, ფილმ "მალეფისენტის" პრემიერაზე სკანდალურად ცნობილი პრანკერი (პოპულარობის მაძიებელი ადამიანი) - უკრაინელი ჟურნალისტი ვიტალი სედიუკი დაესხა თავს.

"წითელ ხალიჩაზე ფანებს ავტოგრაფებს ვურიგებდი, როცა  ბარიერზე ახალგაზრდა კაცი გადმოხტა და მომვარდა. ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე, მაგრამ ის ლაცკანებში ჩამაფრინდა. შემდეგ კი ეს გადარეული შარვლის უბეში ჩამაფრინდა! ორჯერ კეფაში მსუბუქად წავუთაქე, მომშორდი-მეთქი, მაგრამ ამაოდ... პირადმა მცველებმა რომ ჩაავლეს, არც მაშინ მიშვებდა ხელს, მერე სათვალეს
ეცა და მომტაცა... არაფერი მაქვს ექსჰიბიციონისტების საწინააღმდეგო, მაგრამ თუ ამ ყმაწვილმა ასე გააგრძელა, ფანები დაიჩაგრებიან, რომლებიც ჩვენს შესახვედრად მთელ ღამეს დგანან რიგში", - განაცხადა აღშფოთებულმა პიტმა. ინციდენტს ბრედის მთელი ოჯახი შეესწრო: ანჯელინა, ცოლისძმა და სიმამრი, ბრედის მშობლები და შვილები.

ვიტალი სედიუკისთვის ეს პირველი "გამოსვლა" არ
არის - ცოტა ხნის წინ ბრედლი კუპერს მსახიობთა გილდიის პრემიით დაჯილდოებაზე სამუდამოდ დაამახსოვრა თავი. მის წინ დაიჩოქა და მასაც წელს ქვემოთ ჩაეხუტა, ხოლო სანტა-ბარბარას კინოფესტივალზე ლეონარდო დი კაპრიოსაც იგივე "ნომერი" ჩაუტარა. კანის ფესტივალზე კი გადარეული პრანკერი მსახიობ ამერიკა ფერერას შეუძვრა კაბის ქვეშ. ჩანს, სედიუკს რამდენიმე ათასდოლარიანი ჯარიმები არ აღელვებს, ახლახან, ნიუ-იორკის "კოსტიუმის ინსტიტუტის" საზეიმო ბალზე შეკრებილი ვარსკვლავების თვალწინ მან ვარდისფერი სტრინგით ჩაიარა.   
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით