კამერონ დიასის "ახალი ჰარმონია" - კვირის პალიტრა

კამერონ დიასის "ახალი ჰარმონია"

41 წლის კამერონ დიასის ახალი საყვარელი პოპულარული როკჯგუფ "გუდ შარლოტის" 35 წლის მუსიკოსი ბენჯი მედენია. მიუხედავად იმისა, რომ ასაკში სხვაობაზე მეტად შესამჩნევი საყვარლების სიმაღლეში განსხვავებაა - ბენჯი მეტისმეტად დაბალია - ამბობენ, რომ მათ შორის სრული ჰარმონიაა. საქმე ის არის, რომ ბენჯის თავის ტყუპისცალ ჯოელთან ერთად, საკუთარი ტანსაცმლის ხაზიც (DCMA collective) აქვს და ერთი თვის წინ კამერონმა მათთან რამდენიმე მოდური ნივთიც შეიძინა. სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა ხმები წყვილის ურთიერთობის შესახებ, თუმცა მათი გამოჭერა პაპარაცებმა ახლახან შეძლეს.