"ფილოსოფოსი" შარლიზ ტერონი - კვირის პალიტრა

"ფილოსოფოსი" შარლიზ ტერონი

38 წლის სუპერვარსკვლავმა შარლიზ ტერონმა კომენტარი გააკეთა მისი და 53 წლის მსახიობისა და რეჟისორის შონ პენის ურთიერთობაზე. შარლიზმა აღიარა, რომ არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი და, მიუხედავად იმისა, რომ შონს 2013 წლის ბოლოდან ხვდება, ამის შესახებ პირველად ჰყვება. ერთდროულად  სამ ამერიკულ გამოცემას სუპერვარსკვლავმა განუცხადა, რომ ძალიან ბედნიერია და ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. "სანამ რამეს გავიაზრებდი, რაღაც ისეთში ჩავიძირე, რამაც ჩემი ცხოვრება გამაოგნებლად კარგი გახადა. ამიტომ არაფრის შეცვლაზე არ ვფიქრობ, მეშინია, ოჯახურმა ერთფეროვნებამ ჩვენი სიყვარული არ გაახუნოს, ამიტომ ქორწინებაც არ მეჩქარება, - განაცხადა ტერონმა, - ითვლება, რომ ქორწილში ადამიანები სიყვარულს ზეიმობენ, სინამდვილეში წყვილი იმით არის დაკავებული, სტუმრები კმაყოფილი არიან, თუ არა", - ფილოსოფიურად დაასკვნა შარლიზმა, რომელიც გათხოვილი არასოდეს ყოფილა. შონ პენის პირველი ცოლი მადონა გახლდათ, ხოლო მეორე - რობინ რაიტი.