შეტევაზეა სპილო!
23-06-2014
შეტევაზეა სპილო!
ბრაზილიაში ფეხბურთის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი სულ ცოტა, კაცობრიობის ნახევარს მაინც აღელვებს. ამიტომ ტაილანდის ქალაქ აიუტჰაიში გაწვრთნილი სპილოების შოუს მესვეურები მოდას ხომ არ ჩამორჩებოდნენ - რაკი მათი ჭკვიანი ცხოველების სპეციალობაში "ფეხბურთელობა" ისედაც შედის, ორგანიზატორებმა სპილოებს მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის დროშები მიახატეს და "ნაკრებებს" შორის ბურთაობაც გაჩაღდა... აღსანიშნავია, რომ მაყურებელი ტრიბუნებზე საკმაოდ მოშორებით ზის, რადგან გოლიათის მიერ დარტყმული ბურთის მოხვედრა დიდად სასიამოვნო არ არის.  

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით