შავი მარტორქას გასაჭირი
23-06-2014
შავი მარტორქას გასაჭირი
“მარტორქების გადარჩენის ფონდის (Save the Rhino) მონაცემებით, აფრიკაში შავი მარტორქა 2011 წლიდან პრაქტიკულად აღარ დარჩა, რადგან ვითომდა სამკურნალო თვისებების მქონე რქის მოსაპოვებლად უმეცარი ბრაკონიერები მათ დაუნდობლად ანადგურებენ. რამდენიმე თვის წინ ეგერები შოკირებული დარჩნენ, როცა ისევ წააწყდნენ ბრაკონიერების მიერ მოკლულ შავ მარტორქას. მას რქა, ცხადია, წარკვეთილი ჰქონდა დედის გვერდით კი პატარა ნაშიერი აღმოაჩინეს, რომელიც განუწყვეტლივ ტიროდა. უფრო მეტად რომ არ შეეშინებინათ, პატარას თვალები სველი ტილოთი აუხვიეს და გაქრობის პირას მყოფ სახეობათა
გადარჩენის ცენტრში გადაიყვანეს.

პატარას გერტი უწოდეს. 3 თვის გერტი დღეში 12 ლიტრ რძეს სვამს და მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ძლიერი სტრესის მიუხედავად, პატარა ჯანმრთელი გაიზრდება და მშობლიურ გარემოს დაუბრუნდება. მას აქ მანამდე ასწავლიან მარტორქის "ცხოვრების წესებს", სანამ გაიზრდება. ამჟამად კი გერტი ტალახის აბაზანებს იღებს, მაგრამ
პატარა ობოლს ამქვეყნად ყველაზე მეტად მაინც მოფერება და ჩახუტება უყვარს.      
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით