სახტად დარჩენილი ლომი - კვირის პალიტრა

სახტად დარჩენილი ლომი

ველური ბუნების ფოტოგრაფი გრანტ ატკინსონი მტაცებელი ცხოველების გადასაღებად პლანეტის უდიდეს დელტას - ბოტსვანას ნაკრძალში მდინარე ოკავანგოს ჭაობებს ეწვია.

"ძუ ლომი ანტილოპა იმპალას ეპარებოდა, რომელიც ბალახს ძოვდა. მეც გავირინდე და მოვემზადე, რომ არაფერი გამომპაროდა: ლომი ნანადირევით ხშირად მინახავს, მაგრამ ნადირობის პროცესს პირველად შევესწარი. ძუ ლომი იმპალას ეცა და მეგონა, მისი ბრჭყალებისა და ბასრი კბილებისგან ანტილოპას ვეღარაფერი იხსნიდა, მაგრამ იმპალა ფენომენალურმა ხტომის უნარმა გადაარჩინა - განწირული თითქმის ვერტიკალურად ახტა, ჩიტივით გადააფრინდა თავზე მტაცებელს და პირში ჩალაგამოვლებული დატოვა. ლომი ისე სახტად დარჩა, რომ ანტილოპას აღარც გაჰკიდებია"", - ამბობს ფოტოგრაფი.