სახტად დარჩენილი ლომი
30-06-2014
სახტად დარჩენილი ლომი
ველური ბუნების ფოტოგრაფი გრანტ ატკინსონი მტაცებელი ცხოველების გადასაღებად პლანეტის უდიდეს დელტას - ბოტსვანას ნაკრძალში მდინარე ოკავანგოს ჭაობებს ეწვია.

"ძუ ლომი ანტილოპა იმპალას ეპარებოდა, რომელიც ბალახს ძოვდა. მეც გავირინდე და მოვემზადე, რომ არაფერი გამომპაროდა: ლომი ნანადირევით ხშირად მინახავს, მაგრამ ნადირობის პროცესს პირველად შევესწარი. ძუ ლომი იმპალას ეცა და მეგონა, მისი ბრჭყალებისა და ბასრი კბილებისგან ანტილოპას ვეღარაფერი იხსნიდა, მაგრამ იმპალა ფენომენალურმა ხტომის უნარმა გადაარჩინა - განწირული თითქმის ვერტიკალურად ახტა, ჩიტივით გადააფრინდა თავზე
მტაცებელს და პირში ჩალაგამოვლებული დატოვა. ლომი ისე სახტად დარჩა, რომ ანტილოპას აღარც გაჰკიდებია"", - ამბობს ფოტოგრაფი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?