უიღბლო სიყვარულის წამალი - კვირის პალიტრა

უიღბლო სიყვარულის წამალი

მსახიობი და მომღერალი ვანესა პარადი ჰოლივუდის კაშკაშა სუპერვარსკვლავ ჯონი დეპთან განშორებას კარგა ხანს დარდობდა. თუმცა, ეტყობა, ვანესას დეპრესია უკვე დასრულდა, რადგან პაპარაცებმა 41 წლის ვარსკვლავი თავისსავე თანამემამულესა და თანატოლთან - მუსიკოს ბენჯამენ ბიოლესთან ერთად გამოიჭირეს. ჩანს, ვანესამ ისევ "განსაკუთრებული მამაკაცი" შეიყვარა: ბენჯამენ ბიოლე მარჩელო მასტროიანისა და კატრინ დენევის ქალიშვილის, კიარას ყოფილი ქმარია (მასთან 2 შვილი ჰყავს), შემდეგ რომანი ჰქონდა საფრანგეთის ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მომავალ მეუღლესთან - საფრანგეთის ყოფილ პირველ ლედისთან - კარლა ბრუნისთანაც. ყვითელი პრესა ირონიულად აღნიშნავს, რომ რაკი "უიღბლო სიყვარულის საუკეთესო წამალი ახალი სიყვარულია, ვანესას გატეხილი გულის მკურნალობა შედეგიანი იქნება..." ისინი ერთმანეთს 2012 წელს კარლ ლაგერფელდმა გააცნო. მოგვიანებით ვანესამ ბიოლეს ფირფიტის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა. წელს კი, აპრილის შემდეგ, წყვილი მუდამდღე ერთადაა კორსიკაზე, პარიზსა თუ ლოს-ანჯელესში.