რეკორდსმენი "ნეზვი" - კვირის პალიტრა

რეკორდსმენი "ნეზვი"

მერი ლუისი ანუ იგივე მერილ სტრიპი 22 ივნისს 65 წლის შესრულდა. ის რეკორდსმენია კინოს ისტორიაში "ოსკარის" ნომინაციების რაოდენობით - ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოზე 18-ჯერ იყო წარდგენილი და 3-ჯერ "ოსკარის" მფლობელიც გახდა. აქვს მრავალი სხვა ჯილდოც. თუმცა, კინო\სინჯებზე პირველად მისული... დაიწუნეს! სტრიპს თეატრში თამაშის 4-წლიანი გამოცდილება ჰქონდა, როცა 1975 წელს  ბლოკბასტერ "კინგ-კონგის" კასტინგზე მივიდა,  მის დანახვაზე ცნობილი პროდიუსერი დინო დე ლაურენტისი შვილს ეჩხუბა, - ეს რა უშნო დედაკაცია... რად გამომიგზავნე ეს ნეზვიო. მერილის მამა, ესპანელ ებრაელთა ძველი საგვარეულოს წარმომადგენელი, ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის მენეჯერი იყო, დედა კი მხატვარი. პატარა მერილს მუდამ ხელოვნება იტაცებდა და საფუძვლიანი განათლება მიიღო - 3 სასწავლებელი დაამთავრა, ხელოვნების ბაკალავრი და მხატვრობის მაგისტრი გახდა. სცენაზე პირველად 1971 გამოჩნდა. მისი საქმრო მსახიობი ჯონ კაზალე გახლდათ. ისინი 1976 წელს დაინიშნენ. კაზალე 1978 წელს ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. მერილი იმავე წელს მოქანდაკე დონ გამერს გაჰყვა, მათ 4 შვილი ჰყავთ.