მიკ ჯაგერის "გაშიფრული" ცოდვა
30-06-2014
მიკ ჯაგერის "გაშიფრული" ცოდვა
როდესაც 70 წლის მიკ ჯაგერის სატრფომ, 49 წლის დიზაინერმა ლორენ სკოტმა 17 მარტს შარფით თავი ჩამოიხრჩო, დიდი ხმაური ატყდა. ბომონდი და დასავლური პრესა ვარაუდობდნენ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი ფინანსური პრობლემები იყო, ნაწილს კი მიაჩნდა, რომ  მიზეზი საყვარლის გულგრილობა გახდა. ახლახან კი ჟურნალისტური გამოძიებით თვითმკვლელობის მიზეზი გამოვლინდა - ნიჭიერმა დიზაინერმა საკუUთარ თავს ასეთი განაჩენი ღალატის გამო გამოუტანა.

ბრიტანული "მეილ ოვ სანდის" რეპორტიორებმა დაადგინეს, რომ უცნობი ქალი, რომელიც ახლახან ჯაგერთან ერთად ციურიხის სასტუმროს
აივანზე პაპარაცებმა დააფიქსირეს, "ამერიკული ბალეტის თეატრის" სოლისტი, 27 წლის მელანი ჰემრიკია, რომელთანაც ჯაგერის "საიდუმლო კავშირი" ლორენის თვითმკვლელობამდე 2 კვირით ადრე დაიწყო. სწორედ მასთან ღალატმა ჩააგდო ლორენ სკოტი საბედისწერო დეპრესიაში. სხვათა შორის, მელანი თეატრის დასის მოცეკვავე ხოსე მანუელ კარენიოს ცოლია. ჟურნალისტებმა ისიც დაადგინეს, რომ ბოლო დროს
ხოსე ცოლთან აღარ ცხოვრობს, მელანი კი საქორწინო ბეჭედს აღარ ატარებს.    

ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ლორენი მეგობრებს გამოუტყდა - ჯაგერთან 13-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში გაგიჟებით მინდოდა საყვარელი ადამიანისგან ბავშვის გაჩენაო. ჯაგერი კი, რომელსაც ცოლებისა და საყვარლებისგან 7 მოზრდილი შვილი ჰყავს, ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. "ლორენმა დედობის დაუოკებელი სურვილი მიკს მსხვერპლად შესწირა, რადგან საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. მას ძალიან უყვარდა ჯაგერის შვილებიც - ლამის მისი ტოლი კერისიც და უმცროსი ლუკასიც. ამას გარდა, ლორენი მეტად განიცდიდა მიკის ნათქვამს, - საქმეს ვერ დავიჭერ 50 წელზე მეტი ხნის ქალთანო. ის, შესაძლოა, ხუმრობდა, თუმცა, სკოტმა ეს გულთან ახლოს მიიტანა", - უთხრა "ფოქს-411"-ის ჟურნალისტებს ლორენის ახლო მეგობარმა.

ჟურნალისტებმა ისიც გაარკვიეს, რომ თებერვალში, ლონდონში, მოდის კვირეულში მონაწილეობაზე ლორენმა იმიტომ თქვა უარი, რომ თანხები არ ეყო მასალების შესაძენად და თანამშრომლების ხელფასების გასასტუმრებლად, ამასთან, 6 მლნ-დოლარიანი კრედიტი დარჩა გადასახდელი. ჟურნალისტების თქმით, სკოტს მოერიდა, დახმარება შეყვარებულისთვის ეთხოვა, არადა, მიკ ჯაგერის ქონება დღეისთვის 12 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით