ბოლოს და ბოლოს, მათ ერთმანეთი იპოვეს... - კვირის პალიტრა

ბოლოს და ბოლოს, მათ ერთმანეთი იპოვეს...

ჰოლივუდის მეგავარსკვლავებისთვის ურთიერთობათა "გადატვირთვა" და ახალი დაწყვილება უცხო ნამდვილად არ არის, ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა ივნისში,  კანის ფესტივალზე უმა თურმანი და კვენტინ ტარანტინო ერთად გამოჩნდნენ. არადა, 44 წლის უმა სულ ახლახან დასცილდა თავის მილიარდერ საქმროს, შვეიცარიელ არპად ბუსონს... კანში კი, როცა უმა თავის საყვარელ რეჟისორთან ერთად წითელ ხალიჩაზე ხელიხელჩაკიდებული დაინახეს, ყველა მიხვდა, რაშიც იყო საქმე. ფესტივალზე ვარსკვლავებს შორის ისეთი ფლირტი იყო გაჩაღებული, ლამის ნაპერწკლები სცვიოდათ...

ჰოლივუდში ყველამ იცის, რომ კვენტინს თავისი "მუზა" ძალიან დიდი ხანია უყვარს, უმა კი სულ სხვა მამაკაცებს მიჰყვებოდა (თურმანს ითან ჰოუკთან თინეიჯერი ქალ-ვაჟი ჰყავს, არპად ბუსონთან კი 2 წლის გოგონა).

კრიტიკოსების თქმით, ბოლოს და ბოლოს, მათ ერთმანეთი იპოვეს...