მამიკო ბოლდუინი სულ გადაირევა - კვირის პალიტრა

მამიკო ბოლდუინი სულ გადაირევა

ჰოლივუდის სუპერვარსკვლავების ალეკ ბოლდუინისა და კიმ ბესინჯერის ქალიშვილი აილენდ ბოლდუინი დამწყები მოდელია და ბუნებრივია, მუდამ პაპარაცების ყურადღების ცენტრშია. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც 18 წლის აილენდი 22 წლის რეპერს ენჯელ ჰეიზს დაუმეგობრდა - ისინი 2 თვეა მანჰეტენზე ერთად ცხოვრობენ, აპარტამენტები კი მამიკომ თავის გოგონას აჩუქა...

საქმე ის არის, რომ ჰეიზი ცნობილი ბისექსუალია, დამწყებ მოდელს კი პოპულარობის მოპოვება ნებისმიერი გზით სურს. ჩანს, ამიტომაც კალიფორნიის ქალაქ შერმანში გადაღებული მათი კოცნის ამსახველი ფოტოები "ტვიტერში- აილენდმა თავად განათავსა "პოეტური" კომენტარით: "არასდროს ვყოფილვარ ესოდენ მოხიბლული, შენი სხეული ტილოა და მსურს ის წითლად მოვხატო".

არადა, აილენდი 3 თვის წინ დაშორდა ბოიფრენდ სლეიტერ ტრაუტს, რომელთან რომანით ალეკ ბოლდუინი მეტად უკმაყოფილო იყო. ყვითელი პრესა არ გამორიცხავს, რომ აილენდის ბოლო საქციელით ალეკ ბოლდუინი სულ გადაირიოს...