საბედისწერო "სიყვარულობანა" - კვირის პალიტრა

საბედისწერო "სიყვარულობანა"

ცნობილი ადამიანების "სიყვარულობანას თამაშს" საბედისწერო შედეგი მოჰყვა: ფოტომოდელ კეტი კლირის ყოფილი მეუღლე, ბიზნესმენი ენდრიუ სტერნი მას შემდეგ, რაც ყვითელ პრესაში გამოქვეყნებულ ფოტოებზე თავისი ყოფილი ცოლი ლეონარდო დი კაპრიოსთან ჩახუტებული აღმოაჩინა, ლოს-ანჯელესის მონადირეთა კლუბში მივიდა და იარაღით მოიკლა თავი.

40 წლის ენდრიუ 32 წლის კეტი კლირის ამ ტრაგედიამდე რამდენიმე კვირით ადრე გაეყარა. "დეილი მეილისა" და "ჰოლივუდ ლაიფის" ინფორმაციით, ბიზნესმენმა გაყრა მძიმედ გადაიტანა და კანის ფესტივალზე გადაღებულ საზეიმო საღამოს ფოტოებზე ლეონარდოსა და კეტის ბედნიერი სახეების ხილვა მისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა...

ენდრიუს მშობლები წუხან, რომ მათი ოჯახის ტრაგედია საჯარო გახდა და აცხადებენ: "ენდრიუ ყველასთვის საუკეთესო მეგობარი, მოყვარული შვილი, წარმატებული ბიზნესმენი, კარგი სპორტსმენი, უანგარო, ერთგული და ამაყი ადამიანი იყო. ჩვენთვის დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ვერასდროს გაეცემა პასუხი კითხვას - რატომ?!".