განბანა "წმინდა წყლით" - კვირის პალიტრა

განბანა "წმინდა წყლით"

ბულგარეთში შობა-ახალი წლის აღნიშვნა 8 იანვრამდე გრძელდება: 6 იანვარი მათთვის "იორდანეს დღეა", 7 იანვარი - "იოანეს დღე", ხოლო 8 იანვარი - "შვილიან ქალთა

დღე" (ამ დღეს ქალები თავიანთ ბებიაქალებს ეახლებიან). ამ დღეების წესია "საყოველთაო განწმენდა" - ანუ სიმბოლურიც და ნამდვილი განბანაც "წმინდა წყლით": ბულგარელთა რწმენით, "იორდანეს დღეს" ყველა მდინარესა თუ ნაკადულში წყალი "ჩერდება" და "წმინდა" ხდება, რის გამოც მაგიურ სიცოცხლის მომნიჭებელ ძალას იძენს... ცივი მდინარეების წყალში კი  მხოლოდ მამაკაცები "განიბანებიან" ტრადიციული მუსიკისა და სიმღერების თანხლებით.