"მეტროში შარვლის გარეშე" - კვირის პალიტრა

"მეტროში შარვლის გარეშე"

ახლახან ვაშინგტონში  მე-9 ყოველწლიური ე.წ. ფლეშ-მობი (ანუ წინასწარ დაგეგმილი სწრაფი, მასობრივი, ხშირად აბსურდული აქცია) ჩატარდა, სახელწოდებით

"მეტროში შარვლის გარეშე"... აქციამ უკვე 16 ქვეყნის 44 ქალაქი მოიცვა. წესები კი ასეთია: "გამჭვირვალე ან შეურაცხმყოფელი ნახატების მქონე საცვლის ჩაცმა დაუშვებელია! თუ მეტროში პოლიციელი გაგაჩერებთ და შარვლის ჩაცმას მოგთხოვთ, გაუღიმეთ და მაშინვე ჩაიცვით. გახსოვდეთ, თქვენ, უბრალოდ, შარვლის ჩაცმა დაგავიწყდათ!"