ძუნწი თუ მზრუნველი?!
14-07-2014
ძუნწი თუ მზრუნველი?!
სტინგმა "მირორთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ თავისი 300 მლნ დოლარად შეფასებული ქონების დატოვებას შვილებისთვის არ აპირებს, რადგან მათთვის ასე უკეთესი იქნება. 62 წლის სტინგს პირველი ქორწინებიდან 2 შვილი ჰყავს: 37 წლის მომღერალი ჯოზეფი და 32 წლის მსახიობი კეტრინი; მეორე ქორწინებიდან - 4 შვილი: 30 წლის მსახიობი ბრიჯიტი, 28 წლის პროდიუსერი ჯეიკი, 23 წლის მომღერალი ელიოტი და 18 წლის ჯაკომო, რომელიც ჯერ სწავლობს. "მათ იციან, რომ უნდა იმუშაონ, თუმცა, ისიც იციან, რომ
გაჭირვების დროს დავეხმარები", - აცხადებს როკის ლეგენდა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით