"ახალგაზრდობის წამალი"
14-07-2014
"ახალგაზრდობის წამალი"
რაც დრო გადის, მადონა ახალგაზრდავდება. 16 აგვისტოს პოპდედოფალი 55 წლის ხდება და ამასთან დაკავშირებით გამოშვებული ალბომის გაფორმებას თავისი ეროტიკული ფოტოებით აპირებს. მომღერალი განსაკუთრებით სახის კანს უფრთხილდება. ის ჩვეულებრივი საცხების გარდა ბუნებრივი პრეპარატებისგან მომზადებულ ნიღაბს იყენებს და ახლახან ინსტგრამში კოსმეტიკურად შეულამაზებელი თავისი სახის ფოტო დადო, რომელზეც 55 წლის ქალი საოცრად ახალგაზრდად გამოიყურება. ვარსკვლავი "ჯადოსნურ ნიღაბს" ყიდის კიდეც - მისი შეძენა "Mdna"-ს მარკითაა შესაძლებელი. მაგრამ კრიტიკოსების თქმით, მხოლოდ კოსმეტიკა არ არის მიზეზი,
რომ მომღერლის კანი ანათებს. საქმე ისაა, რომ მას მორიგი ახალგაზრდა საყვარელი ჰყავს - 28 წლის ბრაჰიმ ზაიბატი 26 წლის ტიმორ სტეფენსით შეცვალა. ახალი საყვარელი როტერდამელია, პროფესიით ქორეოგრაფი. მადონამ ის შვეიცარიაში, ვალენტინოს ვილაში გაიცნო საახალწლო არდადეგებზე და საზოგადოებისგან გულმოდგინედ მალავდა. თუმცა ახლახან ბროდვეიზე ერთ-ერთი პრემიერის ნახვის
შემდეგ, სადაც სუპერვარსკვლავი უკანა კარით შევიდა და გამოვიდა, პაპარაცებმა, მისი სიფრთხილის მიუხედავად, მადონა და სტეფენსი გამოსვლის დროს დააფიქსირეს. "ახალი "ახალგაზრდობის წამალი" ძველი ტიპაჟია: კუნთოვანი ტორსი და დამუშავებული პლასტიკა. რაც მთავარია, სურს სუპერვარსკვლავი გააბედნიეროს - მადონა თავის ინტერვიუებში ხომ სულ ამბობს, უპირველესად ქალი ვარ და შინ დაბრუნებისას  საყვარელი მამაკაცის გვერდით მსურს წოლაო", - ირონიულად წერს ყვითელი პრესა.   

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით