სიყვარული დაფრინავს? - კვირის პალიტრა

სიყვარული დაფრინავს?

44 წლის ჯენიფერ ლოპესმა, რომელიც ცოტა ხნის წინ 27 წლის  ბოიფრენდს - თავისივე დასის მოცეკვავე კასპერ სმარტს ღალატის გამო დაშორდა, ისევ მოცეკვავესთან გააბა რომანი. მისი რჩეული წარმოშობით ოდესელი, თავის დროზე უკრაინული შოუს, "ბერბიჭას" ვარსკვლავი, 34 წლის მაქსიმ ჩმერკოვსკია. ის მსოფლიო ჩემპიონია ლათინურ ცეკვებში და ამერიკული "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე. ნიუ-იორკში  4 ცეკვის სტუდია აქვს. ჟურნალ "ფიფლის" ვერსიით, ჩმერკოვსკი მსოფლიოს ყველაზე სასურველ სასიძოებში მეოთხეა, ხოლო ჟურნალ "ოკეის" ვერსიით მეორეა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ მამაკაცებში დევიდ ბექჰემის შემდეგ. სხვათა შორის, ჯეი ლომ მაქსიმი ამერიკის ყველაზე დიდმკერდიან (4 ზომის) ფოტომოდელს, ქეით ეპტონს "აახია", რომლის სრულიად ბუნებრივ, უსილიკონო, ჯანსაღ მკერდზე მილიონობით მამაკაცი ოცნებობს. მაქსიმის და ქეითის რომანი რამდენიმე თვეს გრძელდებოდა, მაგრამ კაცმა ჯენიფერის გამო უყოყმანოდ მიატოვა მკერდსავსე ქალი... ცეკვის და მოცეკვავეების მოყვარულმა ლოპესმა კი ჩმერკოვსკისთან ერთად  "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მიიღო მონაწილეობა, სადაც სცენაზე რისკიანი ცეკვა უშიშრად შეასრულა. "ისინი განუწყვეტლივ ეჩურჩულებიან და უღიმიან ერთმანეთს. ხან თავები აქვთ მიდებული, ან ყელზე ეხვევიან, ასეთი შეყვარებულები არ მინახავს", - განუცხადა ყვითელ პრესას თვითმხილველმა, რომელიც წყვილის ურთიერთობას კონექტიკუტის კლუბ "შრაინში" შეესწრო. ბედნიერმა ლოპესმა "ლოს-ანჯელეს ტაიმსს" უთხრა: "ახლა მთავარი ჩემთვის სულიერი სიჯანსაღეა".