რაზე "აფეთქდა" ანტონიო ბანდერასი - კვირის პალიტრა

რაზე "აფეთქდა" ანტონიო ბანდერასი

ჰოლივუდი დაბნეულია - ყველამ იცოდა, რომ მელანი გრიფიტმა 18-წლიანი ქორწინების შემდეგ ანტონიო ბანდერასთან გაყრაზე სარჩელი ივნისში შეიტანა, თუმცა ცოლ-ქმარი ჯერჯერობით კვლავ ერთად ჩნდება წვეულებებსა თუ საქველმოქმედო საღამოებზე. ბომონდის არცთუ მცირე ნაწილი სუპერვარსკვლავების ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა წყვილის დაშორებას ელოდებოდა, თუმცა ამაოდ... ყვითელ პრესასა თუ საზოგადოებაში ცდილობენ გამოიცნონ, რას უნდა გამოეწვია მაშინ მელანი გრიფიტის ასეთი განრისხება. თავდაპირველად ეჭვი მიიტანეს ანტონიოს ურთიერთობაზე შარონ სტოუნთან. შემდეგ იეჭვიანეს ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელ ქალზე, ვისთან ერთადაც ბანდერასი წვეულებაზე ნახეს. საბოლოოდ კი ყველა თანხმდება, რომ "უეჭველი მიზეზი" 37 წლის ინდოელი კინოვარსკვლავი მალიკა შერავატია, რომელსაც სამშობლოში ე.წ. სექსბომბას რეპუტაცია აქვს. ისინი რამდენჯერმე ერთად ნახეს წლევანდელ კანის კინოფესტივალზე, მაგრამ მხოლოდ ოფიციალურ საღამოებზე... კანში პაპარაცებმა მალიკასა და ანტონიოს "აქტიური" ფლირტი დააფიქსირეს და ყვითელი პრესა ირწმუნება, რომ ბანდერასი სწორედ "შერავატ-ბომბაზე" აფეთქდა.