კიდმანი - "მე ის აღარ ვარ" - კვირის პალიტრა

კიდმანი - "მე ის აღარ ვარ"

ახლახან 46 წლის ნიკოლ კიდმანი, უფრო სწორად კი მისი მკერდი, საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. ეს მოხდა მის მშობლიურ ავსტრალიაში, სადაც სუპერვარსკვლავი საქველმოქმედო ბალს მეუღლესთან - კიტ ურბანთან ერთად ეწვია. წითელ ხალიჩაზე მან ფოტორეპორტიორები მეტად ღრმა  დეკოლტეთი გააოცა - საქმე ისაა, კიდმანი დიდი მკერდით არასდროს გამოირჩეოდა, ამიტომ ყველას გადიდებული ეჩვენა... აქედან ის შანხაის კინოფესტივალს ეწვია, სადაც სტუმრების წინაშე მკაცრი, გულდახურული კაბით წარდგა, თუმცა მისი გადიდებული ბიუსტი არც აქ გამოჰპარვიათ. ჟურნალისტების თქმით, ერთი თვის წინ, კანის კინოფესტივალზე, ნიკოლი "ასეთი ფორმებით" ვერ იტრაბახებდა. გაირკვა, რომ ნიკოლმა სილიკონი "დაიხმარა", ხოლო მცოდნეთა თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ მსახიობი ფილმ "მონაკოს პრინცესას"”მსოფლიო პრომოტურნესთვის ემზადება: მას ძალიან ბევრგან მოუწევს გამოსვლა და სურს, ყველგან მიმზიდველად გამოიყურებოდეს.