მოსების "საოჯახო ბიზნესი" - კვირის პალიტრა

მოსების "საოჯახო ბიზნესი"

2 ათეულ წელზე მეტია, სუპერმოდელი კეიტ მოსი კომპანია "კელვინ კლაინის" სახეა. ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა მეგავარსკვლავის ნახევარდამ (მამის მხრიდან) - 16 წლის მზეთუნახავმა ლოტი მოსიმ მოდის ინდუსტრიის გიგანტთან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ორიოდე თვეში უკვე გახდა "კელვინ კლაინის" ვარსკვლავი. ეს ნორჩი მოდელის პირველი კონტრაქტია. გოგონა, რომელიც, საერთო აზრით, თავის დას სჯობია, ჯერჯერობით რეკლამას უწევს ე.წ. "კაფსულურ კოლექციას", რაშიც შედის წინა ათწლეულების სამოსის კლასიკური მოდელების განახლებული ვერსიები.