რამაზოტის "მუსიკალური" ქორწილი - კვირის პალიტრა

რამაზოტის "მუსიკალური" ქორწილი

50 წლის ეროს რამაზოტიმ მეორე ცოლი მოიყვანა. ვარსკვლავს პირველ ცოლთან, შვეიცარიელ მოდელ მიშელ ჰუნციკერთან ჰყავს გოგონა ავრორა, რომელიც უკვე 17 წლისაა. ამჯერად კი მისი რჩეული გახდა 25 წლის იტალიელი მოდელი და მსახიობი მარიკა პელეგრინელი, ვისთანაც რამდენიმე წლის სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. საქორწინო ცერემონია მილანის სამეფო სასახლეში ჩატარდა. ნეფე-პატარძლის ტანსაცმლის შეკერვა რამაზოტიმ "ვალენტინოს სახლს" ანდო. შედეგად, ეროსი ხაზგასმულად მკაცრ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, ხოლო მარიკას საქორწინო კაბაზე ნოტებით სრულად იყო ჩამოწერილი რამაზოტის საყვარელი და ცნობილი სიმღერა (Las Cosas de la Vida).