პრინცების პირველი ერთობლივი "სელფი" - კვირის პალიტრა

პრინცების პირველი ერთობლივი "სელფი"

ბუკინგემის სასახლეში გამართულ ვიდეოკონფერენციაზე ბრიტანეთის პრინცებმა - ძმებმა უილიამმა და ჰარიმ  პირველი ერთობლივი ე.წ. "სელფი" გადაიღეს. კონფერენცია მიეძღვნა დედოფალ ელისაბედ II-ის საქველმოქმედო ინიციატივას "ბრიტანეთის თანამეგობრობის ქვეყნების ახალგაზრდა ლიდერების მხარდაჭერა" . მეფისწულებმა სელფი  პოპულარულ წამყვანთან - ჯამალ ედვარდსთან ერთად გადაიღეს, რომელიც მოულოდნელი ბედნიერებისგან მას შემდეგ ჭკუაზე აღარ არის - "ვერ ვიჯერებ, რომ ეს მართლა მოხდა, ეს დღე ჩემს სიცოცხლეში ნამდვილი სიურრეალიზმი იყო", - განაცხადა ედვარდსმა.