მაღალქუსლიანი ქერა ქალი
28-07-2014
მაღალქუსლიანი ქერა ქალი
ჰაიდი კლუმის ოჯახი ნიუიორკელი პაპარაცების ყურადღების ცენტრში ისევ აღმოჩნდა. ოღონდ ამჯერად ჰაიდის იმიტომ კი არ დასდევენ, რომ მორიგი პირადი მცველი დააფიქსირონ, რომლებთანაც 4-შვილიანი კლუმი გამუდმებით რომანებს აბამს, არამედ... მისი ქალიშვილების გამო! საქმე ისაა, რომ 10 წლის ლენი და 4 წლის ლუ ყველაფერში დედას ჰბაძავენ და უჩვეულოდ მაღალ ქუსლებზე შედგნენ. გაოცებული რეპორტიორები კი აღნიშნავენ, რომ გოგონები სასადილოდაც ასე დადიან.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით