სიმძიმე სიყვარულისა
ფეხით მოსიარულეთა "ხელოვნების ხიდი" პარიზში (და კიდევ 8 ხიდი სენაზე და 3 ხიდი სენ-მარტენის არხზე) "სიყვარულის სიმძიმეს" ვეღარ უძლებს - მთელი მსოფლიოდან ჩამოსული შეყვარებულები ხიდებზე დღეში ასობით "სიყვარულის ბოქლომს" ტოვებენ სამუდამო ერთგულების ნიშნად. მილიონობით ბოქლომის წონა უკვე ათობით ტონაა. ამიტომ მოაჯირმა ჩამოშლა დაიწყო... პარიზელები პლაკატებს ფენენ - "სიყვარულის ბოქლომებს - არა!" პარიზის მერი კი მიჯნურებისთვის სხვა ადგილს ეძებს.