სიმძიმე სიყვარულისა
28-07-2014
სიმძიმე სიყვარულისა
ფეხით მოსიარულეთა "ხელოვნების ხიდი" პარიზში (და  კიდევ 8 ხიდი სენაზე და 3 ხიდი სენ-მარტენის არხზე) "სიყვარულის სიმძიმეს" ვეღარ უძლებს - მთელი მსოფლიოდან ჩამოსული შეყვარებულები ხიდებზე დღეში ასობით "სიყვარულის ბოქლომს" ტოვებენ სამუდამო ერთგულების ნიშნად. მილიონობით ბოქლომის წონა უკვე ათობით ტონაა. ამიტომ  მოაჯირმა ჩამოშლა დაიწყო... პარიზელები პლაკატებს ფენენ -  "სიყვარულის ბოქლომებს - არა!" პარიზის მერი კი მიჯნურებისთვის სხვა ადგილს ეძებს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით