სიყვარულების ისტორია - კვირის პალიტრა

სიყვარულების ისტორია

26 ივლისს სანდრა ბალოკი 50 წლის გახდა. სანდრას დედა გერმანელი საოპერო მომღერალი გახლდათ, მამა კი ვოკალის პედაგოგი. გოგონა შესანიშნავად სწავლობდა სკოლაში, ცეკვავდა საბალეტო დასში და ბრწყინვალედ მღეროდა, მაგრამ სტიუარდესობაზე ოცნებობდა. შემდეგ ფოტომოდელობა მოინდომა, თუმცა საბოლოოდ იურიდიულზე ჩააბარა. სწავლა მალე მიატოვა. მოგვიანებით თეატრალურ სცენაზე გამოჩნდა, იქიდან კი  ტელევიზიაში ამოყო თავი. ჰოლივუდში ნიჭიერ გოგონას პოპულარობა მალე ეწვია. ნიშანდობლივია, რომ პრესტიჟული "ოსკარის" პრემია და "ოქროს ჟოლოს" ანტიპრემია მსახიობმა ერთი დღის ინტერვალით მიიღო. დღეს კი ჰოლივუდი იუბილარის სიყვარულის  ამბებს იხსენებს. სანდრას ჰყავდა ორი ქმარი - მსახიობი ჟან-მიშელ ვინსენტი და მოტოციკლების რეალითი-შოუს წამყვანი ჯეისი ჯეიმსი, საყვარლები: მსახიობები ტეიტი დონოვანი, მეთიუ მაკკონაჰი, რაიან გოსლინგი, დენის ლირი, კრის ოდონელი, სცენარისტი მაიკლ მეილერი, ფეხბურთელი ტროი აიკმანი, მომღერალი ბობ შნაიდერი. თუმცა მას მხოლოდ ერთი შვილი ჰყავს - 2010 წელს ნაშვილები ლუის ბარდო, რომელზეც მზე და მთვარე ამოსდის.