სელფი დედოფალმა "გააფუჭა" - კვირის პალიტრა

სელფი დედოფალმა "გააფუჭა"

დედოფალ ელისაბედ მეორის ფოტომ ინტერნეტი "ააფეთქა". მონარქმა ავსტრალიელ სპორტსმენ გოგონებს  ე.წ. სელფი "გაუფუჭა". ყველაფერი შოტლანდიაში, ბალახის ჰოკეის მატჩის შემდეგ მოხდა, როცა ჯეიდ ტეილორმა და ბრუკ პერისმა კარის ბადის ფონზე გადაწყვიტეს სელფი-ფოტოს გადაღება, კადრში კი დედოფალი მოხვდა.  მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდაპირველად გოგონებს სურდათ, დედოფლისთვის როგორმე ფარულად  გადაეღოთ ფოტო, თუმცა დაცვის გამო ვერ მოახერხეს. საბოლოოდ კი, გოგონების გასაოცრად, მათთან ერთად კადრში მხიარულად მოღიმარი დედოფალი გამოჩნდა. "შემდეგ ის გამოგველაპარაკა, გვკითხა, როგორ მოგწონთ მოედანი, როგორ ემზადებითო და დროის ტკბილად გატარება გვისურვა. ის ნამდვილად ბრწყინვალე დღე იყო", - განაცხადეს აღტაცებულმა გოგონებმა.