მიჯნურობა პორტრეტებით - კვირის პალიტრა

მიჯნურობა პორტრეტებით

56 წლის ვინმე პერსერისას ბუკოვიჩმა, მას შემდეგ, რაც  ჯულია რობერტსი სტივენ სოდენბერგის ბიოგრაფიულ ფილმში "ერინ ბროკოვიჩი" ცნობილი უფლებადამცავი ქალის როლში ნახა,  მსახიობზე გული ისე შეუვარდა, რომ  სხეული რობერტსის ტატუ-პორტრეტებით აიჭრელა. ახლახან გაირკვა, რომ პერსერისას ჯულია რობერტსის 82  სანუკვარი პორტრეტი დაუხატავს, რითაც ის თავის სიყვარულს გამოხატავს.

მეგავარსკვლავს თავის არანორმალურ თაყვანისმცემელზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.