"გიბსონის "ანტისლავური ფსიქოზი"
04-08-2014
"გიბსონის "ანტისლავური ფსიქოზი"
რუს პიანისტ ოქსანა გრიგორიევასთან სკანდალურად დაშორების შემდეგ მელ გიბსონი რუს და უკრაინელ ქალებს დასანახავად ვერ იტანს. ოქსანას სიყვარულის გამო გიბსონმა ცოლი და 7 შვილი მიატოვა. ჰოლივუდის სუპერვარსკვლავისა და რუსი პიანისტის გაყრის დეტალებს მთელი ქვეყანა ადევნებდა თვალს: ტაბლოიდები ოქსანას ჩატეხილი კბილის ფოტოებით აჭრელდა, ეთერში გადასცემდნენ გიბსონის ისტერიულ ჩანაწერებს, სადაც იგი ყოფილ შეყვარებულს "ვარდის ბუჩქის ქვეშ დამარხვით" ემუქრებოდა, ეძახდა "მსუქან ღორს", "მხოლოდ ნიგერ-მოძალადეებისთვის მიმზიდველ მეძავს". ტერმინმა "ნიგერ-მოძალადე" ამერიკაში დიდი ხმაური გამოიწვია და
მელ გიბსონს ლოთის, დებოშიორისა და ფსიქოპათის გარდა, რასისტის სახელიც მიეწება! წყვილი ერთმანეთს 2010 წელს დაშორდა, ხოლო ქალიშვილის - ლუსიას მიკუთვნებისა და ალიმენტების საკითხი დიდხანს ირჩეოდა (მელმა ოქსანას ერთი სახლი დაუტოვა, ფულადი კომპენსაცია 750 ათასი გადაიხადა და თვეში ლუსიას შესანახად 20 ათას დოლარს იხდის). ყოველივე ამან
გიბსონის ფსიქიკაზე ისე იმოქმედა, რომ რუსი და უკრაინელი ქალების სახელის გაგონებაზე გადასაღები მოედნიდან უკანმოუხედავად გარბის.

არადა, ფილმში "შეუკავებელნი-3" მელ გიბსონის ცოლის როლის თამაშმა უკრაინელ მსახიობს ნატალია გუსლისტაიას მოუწია, რომელიც ჰოლივუდში ნატალი ბიორნის ფსევდონიმით მუშაობს... "მელს იმდენად  სძულს რუსი და უკრაინელი ქალები, შენი ვინაობა რომ გაიგოს, მაშინვე გაგვექცევა, შენ კი როლს დაკარგავ, - ამიხსნეს გადამღები ჯგუფის წევრებმა. და როცა გიბსონმა მკითხა, - ბრაზილიელი ხომ არა ხარო, ჰო, დაახლოებით-მეთქი, - ვუპასუხე. მერე დავმეგობრდით. კარგი ყმაწვილია და იმედი მაქვს, ანტისლავური ნევროზი გაუვლის",” - განაცხადა გუსლისტაიამ.   

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით