"დედობრივი ინსტინქტი"
25-08-2014
"დედობრივი ინსტინქტი"
ველური ბუნების ორი ევროპელი ფოტოგრაფი ე.წ. საფარიზე ჩრდილოეთ ბოტსვანაში გაემგზავრა, სადაც მათ უნიკალური კადრების გადაღების შესაძლებლობა მიეცათ. ისინი ბაბუინების ჯოგზე ლომების პრაიდის ნადირობას შეესწრნენ. ნახეს და გადაიღეს, როგორ მოინადირა ლომმა მსხვერპლი, თუმცა გადაწყვიტეს, ცოტა ხანს კიდევ დარჩენილიყვნენ, რადგან შეამჩნიეს, რომ მსხვერპლის სხეულზე პაწია მაიმუნი იყო მიკრული. უეცრად ნაშიერმა ხელი უშვა მკვდარ დედას და უახლოესი ხისკენ გაქანდა, მაგრამ ძუ ლომი მაშინვე გამოენთო და დაეწია.
ფოტოგრაფები კვლავ სისხლიან სცენას ელოდნენ, თუმცა მათდა
გასაკვირად, ლომმა პაწია მაიმუნს არაფერი დაუშავა - პირიქით, მოფერება და თამაში დაუწყო. ის კი არა, ნანადირევსაც თავი მიანება და პაწიას დაწყნარებას შეეცადა. საოცარი ის იყო, არც სხვა ძუ ლომები აფოფრილან, ხოლო როდესაც მშიერი ხვადი პატარისკენ გაიწია, კუდით ქვა ასროლინეს!

ახლომახლო ხეებზე შეყუჟული ბაბუინები გაფაციცებით ადევნებდნენ
თვალს ამ უცნაურ სანახაობას. ბოლოს, ძუ ლომმა ერთ-ერთ ბაბუინს იმის საშუალებაც მისცა, ხიდან ჩამომხტარიყო და პაწია თან წაეყვანა. "მოულოდნელად ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ დაამარცხა "დედურმა ინსტინქტმა" "მკვლელის ინსტინქტი"", - განაცხადეს ფოტოგრაფებმა.  

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით